
სომხეთის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა ბელორუსის ქალაქ ნესვიჟში, ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს გაფართოებულ სესიაზე განაცხადა, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის ეკონომიკური მაჩვენებლები იზრდება, მაგრამ საერთო ბაზრების ფორმირებისთვის (მათ შორის ენერგეტიკულ სექტორში) აუცილებელია ხარისხობრივი ცვლილებები ვაჭრობის ბუნებაში. ამის შესახებ იტყობინება TASS-ი.
„ეეკ-ის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის საერთო ენერგეტიკული ბაზრების ფორმირება. ჩვენ ვეყრდნობით ჩვენი პარტნიორების სტრუქტურულ მიდგომას, რომელიც საშუალებას მოგვცემს მოვაგვაროთ მრავალი არსებული უთანხმოება და მივაღწიოთ პროგრესს პრაქტიკული ნაბიჯების ფარგლებში, რომლებიც მიმართულია ევრაზიის ზონაში ინტეგრაციის კონცეფციით გათვალისწინებული ძირითადი პრინციპების განხორციელებაზე“,- განაცხადა მჰერ გრიგორიანმა.
სომხეთის ვიცე-პრემიერმა დასძინა, რომ ეეკ-ი ფორმირების პირველი ათწლეულის დასასრულს მნიშვნელოვნად დადებითი ეკონომიკური მაჩვენებლებით მიუახლოვდა, თუმცა მთავარი მიზნის, საერთო ბაზრის ფორმირების ამოცანა, დიდად არ არის დამოკიდებული წევრი ქვეყნების ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის მაჩვენებლებზე, არამედ მის ხარისხობრივ მახასიათებლებზე.
ეეკ-ის სხვა აქტუალურ პრობლემებს შორის, სრ ვიცე-პრემიერმა გამოყო სატრანსპორტო დერეფნების განვითარების აუცილებლობა, ასევე გაერთიანების ფარგლებში სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმები და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზების გაუმჯობესება. „ხელმისაწვდომი რესურსების გამოყენების ეფექტურობის გაზრდის, სურსათზე უწყვეტი წვდომის უზრუნველსაყოფად და დაბრკოლებების, მათ შორის ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკის, აღმოსაფხვრელად, საჭიროდ მიგვაჩნია შევიმუშაოთ ყოვლისმომცველი მიდგომები ამ საკითხთან დაკავშირებით (რედ. სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფა)“, – განაცხადა მჰერ გრიგორიანმა.







