პოლიტიკა
სომხეთს ეწვევა ამერიკელ სენატორ როჯერ ვიკერის ხელმძღვანელობით დელეგაცია

2-5 ივლისს სომხეთის რესპუბლიკას ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ როჯერ ვიკერის ხელმძღვანელობით დელეგაცია ეწვევა.
„ვხელმძღვანელობ რა „ეროვნული კრების რეგლამენტის“ კონსტიტუციური კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მე-12 პუნქტით, ვბრძანებ:
ორგანიზებულ იქნას 2024 წლის 2-5 ივლისს სომხეთის რესპუბლიკაში ჩამოსული შეერთებული შტატების სენატორის როჯერ ვიკერის ხელმძღვანელობით დელეგაციის მიღება.
დელეგაცია მიიღოს ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ სარგის ხანდანიანმა“, – ნათქვამია ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის, ალენ სიმონიანის ბრძანებაში.







