მთავარიპოლიტიკა

ბაქო ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას. მირზოიანი

ბაქო ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნის სამშვიდობო შეთანხმების დადებას. ამის შესახებ ქართველ კოლეგასთან თბილისში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს აზერბაიჯანთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მხარდაჭერისთვის.

მირზოიანმა აღნიშნა სომხეთ-აზერბაიჯანული დემარკაციის პროცესის დაწყებისა და გაგრძელების მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ იგი მიმდინარეობს ალმათის დეკლარაციის საფუძველზე.

„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ პროცესის გაგრძელებას. პარალელურად მიმდინარეობს სამშვიდობო შეთანხმების მომზადება, სომხეთიც აქ ძალიან კონსტრუქციულ განწყობაზეა. ჩვენ ვიმედოვნებთ და მივიჩნევთ რეალურად… მე თვითონ ვთქვი, რომ ერთ თვეში შესაძლებელია ინტენსიური მუშაობით დასრულდეს მზადება და ხელი მოეწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან. ვერ ვიტყვი, რომ წინადადებას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, პირიქით, ჩვენ ვხედავთ ახალ, ხელოვნურ დაბრკოლებებს პროცესის დათრგუნვის მიზნით, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს ნამდვილად ისტორიული შესაძლებლობა გრძელვადიანი მშვიდობისთვის რეგიონში“, – განაცხადა მირზოიანმა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გუშინ განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეიცვლება კანონმდებლობა, პირველ რიგში, სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია.

ნახეთ მეტი
Back to top button