საერთაშორისო

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უნგრეთის სამიტის ბოიკოტს და საკუთარი ორგანიზებას აპირებენ   –   POLITICO

POLITICO -ს სტატიას მიმოიხილას FACTOR.AM-ი  და წერს, რომ, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უნგრეთში დაგეგმილი სამიტისათვის ბოიკოტის გამოცხადებას  გეგმავენ.  აგვისტოში კი საკუთარი საგარეო ურთიერთობების სამიტის  შექმნის ორგანიზებას შეეცდებიან,  ნაცვლად პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ღონისძიებაზე  ბუდაპეშტში წასვლისა.

 უნგრეთი, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს, 28-29 აგვისტოს ბუდაპეშტში საგარეო საქმეთა სამიტს უმასპინძლებს. მას შემდეგ, რაც ორბანმა ხელი შეუშალა უკრაინისათვის დახმარების გამოყოფას და  ევროკავშირის წევრ 26 ქვეყანასტან შეუთანხმებელი სამშვიდობო ვიზიტები გამრთა ვლადიმერ პუტინთან და სი ძინპინთან, ბევრი საგარეო საქმეთა მინისტრი ეძებს გზებს, რათა რატა არ გახდნენ ორბანის კიდევ ერთი პროპაგანდისტული შოუს მონაწილე.  მედია იუწყება, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჟოზეფ  ბორელი მინისტრებს ორბანის საგარეო საქმეთა საბჭოს „ოფიციალური“ სამიტის პარალელურად მოიწვევს. „თუკი იმავე დღეს უმაღლესი წარმომადგენლის (ბორელის) მიერ ორგანიზებული ოფიციალური საგარეო საქმეთა საბჭო უნდა ჩატარდეს, მაშინ , მინისტრები ბუდაპეშტში ვერ წავლენ“, – თქვა ერთ-ერთმა დიპლომატმა. გაზეთის სხვა წყარომ დასძინა, რომ ბუდაპეშტის შეხვედრის ბოიკოტით, სხვა საგარეო საქმეთა მინისტრებს სურთ “გააგზავნონ მკაფიო სიგნალი, რომ უნგრეთი არ საუბრობს ევროკავშირის სახელით”.

პროგრამა უკვე არაფორმალურად განიხილება ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის საფრანგეთთან და გერმანიასთან. ბორელის გუნდი პროგრამას ოთხშაბათს წარუდგენს ევროკავშირის 27 მუდმივ წარმომადგენლებს. ასევე აღნიშნულია, რომ უნგრეთის პრეზიდენტობის ფარგლებში, ევროკავშირის საბჭოს პირველ სესიაში, რომელიც ბუდაპეშტში გაიმართა სამრეწველო პოლიტიკის განსახილველად, მხოლოდ შვიდი მინისტრი მონაწილეობდა სხვა ქვეყნებიდან. კომისარიც არ იმყოფებოდა.

ნახეთ მეტი
Back to top button