პოლიტიკა
სომხეთი ინდური იარაღის ნომერ პირველი მყიდველი გახდა

სომხეთი ინდური იარაღის ნომერ პირველი მყიდველი გახდა, რასაც მოწმობს ფინანსთა სამინისტროს მიერ ინდოეთის პარლამენტში წარდგენილი ეკონომიკური ანგარიში.
“ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა სომხეთი გახდა იარაღის უმსხვილესი იმპორტიორი ინდოეთიდან მას შემდეგ, რაც დადო შეთანხმებები Pinaka-ს სარაკეტო სადგურების და აკაშის საზენიტო რაკეტების შესყიდვაზე”, – იუწყება TASS.
ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2024-2025 ფინანსური წლებისთვის სომხეთის მიერ ინდური იარაღის შესყიდვების მოცულობამ 600 მილიონ დოლარს მიაღწია.







