საზოგადოება
ერევანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უცხოური მიმართულებაა რუს ტურისტებს შორის

ცნობილია რუს ტურისტებს შორის ზაფხულის არდადეგების ყველაზე პოპულარული ქალაქები.
ონლაინ სერვისის სპეციალისტებმა მომხმარებლების მიერ ავიაბილეთების შეძენის შესახებ მონაცემები გააანალიზეს და დაადგინეს, რომ მათი 75 პროცენტმა შვებულება რუსეთში გაატარა. საზღვარგარეთ წასულებმა 157 ქვეყანა მოინახულეს.
Ria Novosti-ს ცნობით, ერევანი ყველაზე პოპულარულ უცხოურ მიმართულებებს შორისაა, ყოველი მეათე ბილეთი ერევანში მოგზაურობისთვისაა. სიაში შემდეგი არიან სტამბული, ანტალია, ტაშკენტი და მინსკი.







