პოლიტიკა

ეს რეალისტური არ არის  და ეწინააღმდეგება სომხეთის სახელმწიფო ინტერესებს. ფაშინიანი შეეხო მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის დაბრუნებასთან დაკავშირებით არსებულ ზოგიერთ ფორმულირებას

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ თანამემამულეებისა და ყოფილი ოფიციალური პირების ჯგუფის განცხადებები მთიანი ყარაბაღის სომხების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით არის  არარეალური  და სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებელი.  ამის შესახებ მან სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა პრეს-კონფერენციისას.

არ მიმაჩნია მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობის მთიან  ყარაბაღში დაბრუნების საკითხი რეალისტურად და ისეთი  წარმოდგენებითა და ფორმულირებებით, რომლითაც მთიანი ყარაბაღის ჩვენი თანამემამულეების ჯგუფი, ყოფილი ოფიციალური პირები ცდილობენ ჩამოაყალიბონ. მე როდესაც ვაიქში ვიყავი საქმიანი ვიზიტით იქ მომიახლოვდა ერთი მთიანი ყარაბაღიდან დევნილი ქალი კითხვა დამისვა. მე მას  იგივე პასუხი გავეცი და ვთქვი, რომ იმ წარმოდგენებით, რომლითაც მთიანი ყარაბაღის არა ერთი ოფიციალური პირი ცდილობს საკითხის წარმოჩენას და შეფუთვას, არ მიმაჩნია რეალურად და ვერ მოგატყუებთ. რატომ? იმიტომ რომ იმავე  ადამიანებმა მოაწერეს ხელი მთიანი ყარაბაღის დაშლის შესახებ განკარგულებას და ყველაზე ადრე დატოვეს მთიანი ყარაბაღი“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მან  და აუდიტორიას სთხოვა, ერთი წუთით დაუბრუნდნენ 2023 წლის მოვლენებს. მან შეახსენა, რომ 2023 წლის სექტემბერში, სოციალურ ქსელებში, პრესაში ოპოზიციის წარმომადგენლები  ბრალს დებდნენ მას,  რომ ის არ აძლევს მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლებს მთიანი ყარაბაღის დატოვების უფლებას.  ახლა ერთი წლის შემდეგ მე ბრალს  მდებენ, რომ არ ვაძლევ მთიან ყარაბაღში დაბრუნების უფლებას.  ჩემი აზრით, საკითხის ასეთი შინაარსით წარმოდგენა  ეწინააღმდეგება სომხეთის  სახელმწიფო ინტერესებს. მე ვზომავ სომხეთის  სახელმწიფო ინტერესებს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიებითა და იურისდიქციის მიხედვით. ეს პირდაპირ უნდა ვთქვათ“, – განაცხადა პრემიერმა.

 „მე არაერთხელ მითქვამს და ვიმეორებ რომ 1996 წლის ლისაბონის სამიტის შემდეგ მთიანი ყარაბაღის საკითხი არ იყო მთიანი ყარაბაღის, ეს იყო სომხეთის სახელმწიფოებრიობის გაუქმების საკითხი და ამაში დროთა განმავლობაში სულ უფრო ვრწმუნდები. შინაარსი, რომლითაც ხდება ამ პრობლემის წარმოჩენის მცდელობა, ეწინააღმდეგება სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ინტერესებს“, – დაასკვნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button