სომხეთში ვითარდება სამხედრო მრეწველობა, გვაქვს მე-5 თაობის სერიული წარმოების იარაღი – ხაჩატრიანი

სომხეთში სწრაფად ვითარდება სამხედრო მრეწველობა, იწარმოება იარაღი. ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ არმენ ხაჩატრიანმა განაცხადა.
„დიახ, გვაქვს სომხური წარმოების იარაღი. დიახ, გვაქვს სერიული წარმოების იარაღი. დიახ, ჩვენ გვაქვს მე-5 თაობის სერიული წარმოების იარაღიც კი“, – განაცხადა არმენ ხაჩატრიანმა. დეპუტატმა დაარწმუნა, რომ სამხედრო მრეწველობა სწრაფად ხდება სომხეთისთვის ეკონომიკის, მეცნიერების და უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი.
მისი თქმით, წინა წლებს თუ შევადარებთ, ამ სექტორს ათჯერ მეტ ყურადღბას აქცევს სახელმწიფო, ვიდრე, ვთქვათ, ამ ორი წლის წინათ. ეს გამოიხატება ფინანსური რესურსების მიმართულებაშიც ამ სექტორზე. სექტორმა ბოლო პერიოდში ძალიან სერიოზული იმპულსი მოიპოვა და ვითარდება.
„გვყავს საინფორმაციო ტექნოლოგიების შესანიშნავი სპეციალისტები, ძალიან კარგი მენეჯერები, ძალიან კარგი ინჟინრები, პატრიოტი ინვესტორები, რომლებიც თავიანთ უზარმაზარ რესურსებს მიმართავენ ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მოგების მიღების მიზნით. სომხეთში სამხედრო მრეწველობა სწრაფად ვითარდება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ სამხედრო ინდუსტრიაზე ბევრს არ საუბრობენ, მაგრამ დღე და ღამე მუშაობენ ამ მიმართულებით.







