საქართველოს ოპოზიციის ლიდერმა სომხებს ბოდიში მოუხადა პროსამთავრობო მედიის ანტისომხური კამპანიისთვის.

საქართველოს ოპოზიციური პარტია „ლელოსა“ და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პროსახელისუფლებო ტელეკომპანია POSTV-ის მიერ მის წინააღმდეგ წამოწყებულ ანტისომხურ კამპანიას ეხმაურება, წერს „Эхо Кавказа“.
მედიის ცნობით, მან განაცხადა, რომ „ივანიშვილისა და მისი მხლებლების რუსულმა და კგბ-ს პროპაგანდამ ყველა საზღვარი გადალახა“ და ეს მის წინააღმდეგ რამდენიმე წელია მიმდინარეობს.
„ბოლო ცილისმწამებლური კამპანია შეეხო არა მარტო მე, არამედ ჩვენს ძმებს, სომხებს. ბოდიშს ვუხდი მათ “ოცნების” არაეთიკური და ამორალური თავდასხმებისთვის. ჩემი რომელიმე წინაპარი სომეხი ან სხვა მოძმე ხალხების წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ამას ღიად და თამამად გამოვაცხადებდი. ვინც წუხს ან რცხვენია თავისი წარმომავლობის, ქსენოფობია.
გაუმარჯოს ქართველების, სომხების, ებრაელების, აზერბაიჯანელების, ქურთების, ეზიდების და სხვა მოძმე და მონათესავე ხალხების საერთო ცხოვრებას ძლევამოსილ საქართველოში. გაუმარჯოს ძლევამოსილ საქართველოს თავისი მრავალფეროვნებით, სილამაზითა და გულწრფელი ურთიერთობებით. ბიძინა და კაგებე უნდა დასრულდეს 26 ოქტომბერს“, – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში თავის მიკრობლოგზე.
მან პარალელურად ჩამოთვალა თავისი წინაპრების გვარები: ხუნდაძე, ხაზარაძე, ბაშალეიშვილი და ადეიშვილი.
მანამდე POSTV-ის ჟურნალისტმა ხაზარაძეს ჰკითხა „რატომ მალავს სომხურ წარმომავლობას“. მედიაში ასევე გამოქვეყნდა ვიდეო რგოლი “ხაზარაძის სომხური შალახოს” და ინტერვიუ ერევნის მკვიდრთან, რომელიც ვითომ და პოლიტიკოსის ნათესავად იყო წარმოდგენილი.
საქართველოს ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა 11 ოქტომბერს ფეისბუქზე დაწერა. „მიუხედავად იმისა, რომ მედიის მთავარი ფუნქცია კითხვების დასმაა, ისინი არ უნდა იყვნენ დისკრიმინაციული.







