პოლიტიკა

ირონიულია, რომ COP29  გაიმართება აზერბაიჯანში, რომლის ძირითადი შემოსავალი ნავთობიდან და გაზიდან მოდის. CODA:

COP29 სამიტი უკვე ახლოსაა და ამჯერად ის აზერბაიჯანში, სამხრეთ კავკასიაში გაიმართება. მომავალ თვეში დაახლოებით 50 000 ადამიანი ჩავა დედაქალაქ ბაქოში ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანის ექსპორტის შემოსავლების 95% ნავთობისა და გაზიდან მოდის, ეს შეიძლება ხუმრობად მოგეჩვენოთ, წერს CODA.

აზერბაიჯანის მთავრობას, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს „გააეკოლოგიუროს“ თავისი საერთაშორისო იმიჯი კლიმატის კონფერენციის წინ, უბრალოდ ცენზურით და ჟურნალისტების ციხეში მომწყვდევით, რომლებიც გაბედავენ გამოიძიონ კლიმატის კორუფცია და გარემოსდაცვითი დანაშაულები თავიანთ ქვეყანაში.

გასული წლის ივნისში, დასავლეთ აზერბაიჯანის მცხოვრებლებმა დაიწყეს პროტესტი ტოქსიკური ნარჩენების შემოთავაზებული ახალი საწყობის წინააღმდეგ, ბრიტანული ოქროს მაღაროდან სოფელ სოიუდლუსთან ახლოს. აზერბაიჯანის რეჟიმმა საპროტესტო აქციის ორგანიზებაში ჯერ დასავლეთი, შემდეგ კი რუსეთი დაადანაშაულა. მაღარო, რომლის ექსპლუატციასაც ახორციელებს ბრიტანული კომპანია Anglo-Asian Mining, იყენებს ციანიდს ოქროს მადნისაგან გამოყოფისთვის, შემდეგ კი შხამს ყრის, რომელიც ადგილობრივების თქმით, ჩადის მათ მიწასა და მდინარეებში. რაიონის მაცხოვრებლები სუნთქვის დაავადებებს უჩივიან და ამბობენ, რომ ფილტვის კიბოს შემთხვევებიც გაიზარდა.

Abzas Media-ს რეპორტიორები, ერთ-ერთი დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებებიდან აზერბაიჯანში, მოვიდნენ გამოსაძიებლად და დაიწყეს სტატიების გამოქვეყნება მაღაროსა და გარემოსდაცვითი ზიანის შესახებ, რასაც ის ადგილობრივ საზოგადოებას აყენებდა. შემდეგ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ პერიოდული გამოცემის დამფუძნებელი ულვი ჰასანლი, შემდეგ კი მისი ოთხი რეპორტიორი დააკავა.

გასულ კვირას Abszas Media-ის მთავარი რედაქტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლეილა მუსტაფაევამ, რომელიც ამჟამად ემიგრაციაშია, კოპენჰაგენის სამიტზე თქვა, თუ ” როგორ ეხმარება COP29 აზერბაიჯანის მთავრობას წიაღისეული საწვავის ექსპორტის “გამწვანებაში”.

მეინსტრიმ მედიას აღარ აქვს ოფისები და კორესპონდენტები სამხრეთ კავკასიაში და ადგილობრივი ჟურნალისტები ხელისუფლების მხრიდან უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ არიან.

ნახეთ მეტი
Back to top button