პოლიტიკა

საქართველოს ელჩმა კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქის პოსტთან დაკავშირებით, სადაც , ლორის რეგიონი „ისტორიულ საქართველოდ“ არის წარმოდგენილი

სომხეთში საქართველოს ელჩმა გიორგი შარვაშიძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯზე, რომელმაც Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ერთ-ერთი ქართველი ტუროპერატორის პუბლიკაცია, სადაც სომხეთის ლორის რეგიონი „ისტორიულ საქართველოდ“ იყო წარმოდგენილი.

ელჩი ამ თემას “არმენპრესის” კითხვაზე პასუხის გაცემისას შეეხო.

– საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე ერთ-ერთი ქართველი ტურ ოპერატორის პოსტი გაავრცელა, რომელმაც სომხურ საზოგადოებაში გარკვეული ვნებები გააჩინა. რა კომენტარს გააკეთებდით?

– „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას აქვთ განსაკუთრებული ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებულია ჩვენი ხალხების მრავალსაუკუნოვან მტკიცე მეგობრობაზე, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე. საქართველო და სომხეთი მტკიცედ და უპირობოდ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნები წარმატებით თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროში, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.2024 წელს საქართველოსა და სომხეთს შორის ხელმოწერილმა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციამ ეს ურთიერთობები თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანა, რაც მომავალში კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს მრავალდისციპლინურ თანამშრომლობას და დადებითად იმოქმედებს რეგიონის სტაბილურობასა და განვითარებაზე.ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ჩრდილს მიაყენებს ჩვენს ქვეყნებს შორის სანიმუშო თანამშრომლობასა და ქართველ და სომეხ ხალხთა მრავალსაუკუნოვან მეგობრობას, მიუღებელია, აღნიშნა ელჩმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ერთ-ერთი ქართველი ტუროპერატორის პუბლიკაცია გაავრცელა, რომელშიც სომხეთის ლორის რეგიონი „ისტორიულ საქართველოდ“ იყო წარმოდგენილი. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, ქართველმა ტუროპერატორმა შესწორება შეიტანა საკუთარ გვერდში  დაწერა, რომ აწყობენ ტურს სომხეთში.

ნახეთ მეტი
Back to top button