კულტურა
საერთაშორისო გამოფენა “ჟაკ დე მორგანის კვალდაკვალ” სომხეთში პირველად იქნება ნაჩვენები

საერთაშორისო გამოფენა სახელწოდებით “ჟაკ დე მორგანის კვალდაკვალ” უკვე სომხეთშია. გამოფენის ფარგლებში მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ახტალაში ცნობილი ფრანგი არქეოლოგის ჟაკ დე მორგანის (1857-1924) მიერ გათხრებისას ნაპოვნი ბრინჯაოს ხანის და რკინის ხანის 5 ექსპონატი, რომლებიც ინახება საფრანგეთის არქეოლოგიის ეროვნულ მუზეუმში სომხეთში პირველად ჩამოიტანეს და გამოიფინება სომხეთის ისტორიის მუზეუმში.
გამოფენა საზოგადოებისთვის ღია იქნება 12 დეკემბრიდან. პროექტი სომხეთში საფრანგეთის საელჩოს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, სომხეთის ისტორიის მუზეუმსა და საფრანგეთის ნაციონალური არქეოლოგიის მუზეუმის თანამშრომლობის შედეგად მოეწყო.







