სპორტი
კრასნოდარი ედუარდ სპერციანის ინგლისში გადასვლის წინააღმდეგი არ არის

რუსული კლუბი კრასნოდარი მზად არის, ზაფხულში სომხეთის ნაკრების ნახევარმცველის, ედუარდ სპერციანის სატრანსფერო უფლებები ინგლისურ კლუბ „ლიდსს“ მიჰყიდოს, იუწყება championat.com.
თუ ,,ლიდსი“ პრემიერ ლიგაში დაწინაურებას მოიგებს, ტრანსფერი უფრო რეალური გახდება.
ჩემპიონატის 32 ტურის შემდეგ ლიდსი 69 ქულით ლიდერობს.
მიმდინარე სეზონში ედუარდ სპერციანმა კრასნოდარის შემადგენლობაში 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდეა გათვლილი.
Transfermarkt სპერციანის სატრანსფერო ღირებულებას 20 მილიონ ევროდ აფასებს.







