კულტურა

2025 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე სომხეთს პარგი წარადგენს

2025 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე სომხეთს წარადგენს პარგი სიმღერით Survivor.

“არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ ცნობილი გახდა პროექტის “ევროვიზიისკენ” ფარგლებში ორგანიზებული საკონცერტო პროგრამის შემდეგ, რომელიც 16 თებერვალს კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში გაიმართა.

გამარჯვებული სომხეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ, საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა და მაყურებელთა ხმების 214 ქულა დააგროვა.

პარგის გარდა პროექტში მონაწილეობდნენ ათენა მანუკიანი, ანაჰიტ ადამიანი, ანაჰიტი და გასოიანი, არსენ გრიგორიანი და კამილი პროექტი, გევორგ ჰარუთიუნიანი, მელს დანიელიანი, მილენა მირიჯანიანი, სიმონი, სევაგირი, ფლორა ბიჩახჩიანი და ALTSIGHT.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 2025 წლის მაისს გაიმართება. შვეიცარიამ ევროვიზიის მასპინძლობის უფლება 2024 წელს მას შემდეგ მოიპოვა, რაც კონკურსში შვეიცარიულმა ჯგუფმა ნემომ მოიგო.

ევროვიზიის ნახევარფინალი და ფინალი 13, 15 და 17 მაისს St. Jacobshalle-არენაზეგაიმართება.

ევროვიზია შვეიცარიაში რამდენჯერმე გაიმართა. კონკურსს პირველად შვეიცარიამ უმასპინძლა 1956 წელს. იგი მოეწყო იტალიურენოვან ქალაქ ლუგანოში, 1989 წელს ევროვიზია გაიმართა ფრანგულენოვან ლოზანაში, ახლა კი მუსიკალური კონკურსი პირველად ჩატარდება ქვეყნის გერმანულენოვან ნაწილში.

ნახეთ მეტი
Back to top button