პოლიტიკა

აზერბაიჯანში თვითნებურად დაკავებული ეთნიკური სომხები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ  –   გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ ტურკმა ადამიანის უფლებათა საბჭოს 58-ე სესიაზე აზერბაიჯანში მყოფი სომეხი პატიმრების საკითხზე ილაპარაკა და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„მე ყურადღებით ვაკვირდები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს, იმედი მაქვს, რომ ისინი მიგვიყვანს ჭეშმარიტების, განკურნებისა და შერიგების პროცესამდე“, – თქვა თურქმა.

მან აღნიშნა, რომ მზად არიან მხარი დაუჭირონ მხარეებს.

„აზერბაიჯანში თვითნებურად დაკავებული ყველა პირი, მათ შორის ეთნიკური სომეხი, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და სამართლიანი სასამართლოს უფლება სრულად უნდა იქნას დაცული“, – განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა.

ნახეთ მეტი
Back to top button