
სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები პარტნიორობის დონეზეა. “არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენი ურთიერთობა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან დადებითია. ჩვენ მათთან ვმუშაობთ, გვაქვს პარტნიორული ურთიერთობები და გავაგრძელებთ მას“, – აღნიშნა სიმონიანმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთს არასოდეს გამოუჩენია განსაკუთრებული მიდგომა ამერიკული მხარის მიმართ.
„ჩვენ არასდროს გვქონია დიფერენცირებული მიდგომა დემოკრატიული ან რესპუბლიკური პარტიების მიმართ. „ჩვენ არანაირად არ ვარღვევთ ბალანსს“, – დასძინა მან.







