პოლიტიკა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთში ჩამოვა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი 24-25 მარტს სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

“არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანი ბადალიანმა განაცხადა.

„24-25 მარტს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სეიედ აბას არაღჩი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩამოვა.

25 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტრო უმასპინძლებს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანსა და სეიედ აბას არაღჩის შეხვედრას, რასაც მოჰყვება მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება მინისტრ არაღჩის წიგნის „მოლაპარაკების ძალა“ პრეზენტაცია“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button