
უშიშროების საბჭოს დელეგაცია 15-17 აპრილს ბელგიაში სამუშაო შეხვედრებს გამართავს. დელეგაციის გაგზავნის გადაწყვეტილება დღეს ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო.
„სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი, უშიშროების საბჭოს მდივნების თანაშემწეები სევაკ ღაჰრამანიანი და კონსტანტინე ღაზარიანი 2025 წლის 15-დან 17 აპრილამდე მივლინებულ იქნან ბელგიის სამეფოში (ბრიუსელში) სამუშაო შეხვედრებისთვის“, – ნათქვამია სრ-ის ელექტრონულ მართვის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში.







