პოლიტიკა
სომხეთის მთავრობამ რეზერვისტებისთვის სამთვიანი საწვრთნელი შეკრების გამართვის გადაწყვეტილება მიიღო

სომხეთის მთავრობამ მიიღო ახალი გადაწყვეტილება რეზერვისტებისთვის სამთვიანი სასწავლო შეკრების გამართვის შესახებ. შეკრებები ჩატარდება 2025 წლის 15 აპრილიდან 15 ივლისის ჩათვლით.
“არმენპრესის” ინფორმაციით, გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობის 10 აპრილის სხდომაზე მიიღეს.
ტრენინგებს დაესწრებიან რეზერვის პირველი და მეორე რანგის რეზერვისტები, მათ შორის რიგითები, უნტეროფიცრები და ოფიცრები. სწავლება ცხადდება რეზერვში რეგისტრირებულ მოქალაქეთა სამხედრო კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და უმაღლესი განათლების მქონე უნტეროფიცერთა რეზერვის ოფიცრების მომზადების მიზნით.







