პოლიტიკა

ჩვენ ჯერ არ მიგვიღია ერევნიდან ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი – მართა კოსი

„ჩვენ ჯერ არ მიგვიღია სომხეთისგან ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი. როდესაც მივიღებთ, განვიხილავთ მას“, – განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა რადიო „თავისუფლებასთან“  ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ევროპელმა დიპლომატმა არ დააკონკრეტა, დაამტკიცებს თუ არა ბრიუსელი განაცხადს, თუმცა მხოლოდ ის ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერევანში გამოხატული ეს სურვილი აჩვენებს, თუ რამდენად მიმზიდველია დღეს ევროპული ოჯახი.

„სომხეთის პარლამენტში მომხდარი აჩვენებს, რომ ევროკავშირის მიმზიდველობა ახლა უფრო მაღალია, ვიდრე ადრე.“ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შესატანად ნებისმიერი ქვეყნისთვის ორი პირობა არსებობს: ის უნდა იყოს სახელმწიფო და უნდა იმყოფებოდეს ევროპაში. „ჯერ არ მიგვიღია სომხეთისგან განაცხადი. როდესაც მივიღებთ, განვიხილავთ, მაგრამ, როგორც ვთქვი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბევრი ქვეყნისთვის საინტერესო ვართ“, – აღნიშნა მარტა კოსმა.

გასულ თვეში სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ.

ამავდროულად, ოფიციალური ერევანი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი შეესაბამება ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების პროგრამას და სომხეთის მიერ მიღებულ დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას, ის არ წარმოადგენს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს.

„ამ განაცხადის წარსადგენად, სომხეთმა უნდა გაიაროს მთელი რიგი პროცედურები და ჩვენ განვიხილავთ მათ, როგორც კი ისინი ხელმისაწვდომი გახდება“, – განუცხადა მარტა კოსმა რადიო „თავისუფლებას“.

ნახეთ მეტი
Back to top button