საზოგადოება
ირანის თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის მინისტრი აზიზ ნასირზადე ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვია

სომხეთის თავდაცვის მინისტრის, სურენ პაპიკიანის მოწვევით, 20 მაისს, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია ირანის ისლამური რესპუბლიკის თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის მინისტრის, ბრიგადის გენერალ აზიზ ნასირზადეს ხელმძღვანელობით დელეგაცია, იტყობინება სომხეთის თავდაცვის სამინისტრო.







