მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი 20 ივნისს თურქეთს ეწვევა

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 20 ივნისს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწვევით თურქეთს ეწვევა.

Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ ეროვნულ კრებაში განაცხადა ეროვნული კრების თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 20 ივნისს თურქეთს ეწვევა. თურქეთის პრეზიდენტის მოწვევა იყო. ვიზიტის დროს ყველა რეგიონული ნაბიჯი განიხილება“, – აღნიშნა სიმონიანმა.

ეროვნული კრების თავმჯდომარე ამ ვიზიტს ისტორიულად მიიჩნევს.

სიმონიანმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შესაძლო ომთან დაკავშირებული რისკები მინიმალურია და სომხეთის ხელისუფლება აქტიურ ნაბიჯებს დგამს მათ სრულად გასანეიტრალებლად. ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის თქმით, პრემიერ-მინისტრის თურქეთში დაგეგმილი ვიზიტიც ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯია.

ნახეთ მეტი
Back to top button