საზოგადოება
როგორია საგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში

სომხეთში საგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 13.6-ია. ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევაშია ნათქვამი.
ეს ორჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს (7 გარდაცვალება) და ახლოსაა მსოფლიო საშუალო მაჩვენებელთან (15 გარდაცვალება).
აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 17.2 გარდაცვალებას შეადგენს, საქართველოში – 12.7, თურქეთში – 6.5, რუსეთში – 10.6.
სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები გვინეაში (37.4), ლიბიაში (34) და კენიაში (28.2 გარდაცვალება) დაფიქსირდა.







