ეკონომიკა
გზების დეპარტამენტს ქონებების გამოსყიდვა დაევალა – ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობა იგეგმება

bpn.ge წერს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობა იგეგმება, – ამის შესახებ ირკვევა მთავრობის განკარგულებიდან.
განკარგულებით მთავრობამ საავტომობილო გზების დეპარტამენტს ადგილზე საავტომობილო გზის მშენებლობა დაავალა.
განკარგულებით, საქართველოს რკინიგზას დაევალა სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და მასთან დაკავშირებული ობიექტების მშენებლობის განხორციელება. ასევე, ხობი-ანაკლიის მონაკვეთში სპეციალური სიგნალიზაციის მოწყობა.
„ამ განკარგულების შესრულების მიზნით, შესაბამისი პროცესების კოორდინაციისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი“, – აღნიშნულია განკარგულებაში.







