
გამოქვეყნდა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის მემორანდუმის ტექსტი თავისუფლების მხარდაჭერის აქტის 907-ე მუხლის შეჩერების შესახებ.
„ეს გადაწყვეტილება აუცილებელია შეერთებული შტატების საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის მცდელობების მხარდასაჭერად.
აუცილებელია შეერთებული შტატების ან პარტნიორი შეიარაღებული ძალების ოპერატიული მზადყოფნის შენარჩუნება საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად.
ეს აუცილებელია აზერბაიჯანის საზღვრების უსაფრთხოებისთვის.
ის არ შეარყევს და არ შეაფერხებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი მოგვარების მიღწევის მიმდინარე ძალისხმევას და არ იქნება გამოყენებული სომხეთის წინააღმდეგ შეტევითი მიზნებისთვის“, – ნათქვამია ტექსტში.
გავიხსენოთ, რომ ეს გადაწყვეტილება ხსნის შეზღუდვებს აზერბაიჯანისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების გაწევაზე.







