პოლიტიკა

„ზანგეზურის დერეფანი“ 30 წელიწადში 3.6 მილიარდ დოლარს მოიტანს და რეგიონის ბედს შეცვლის – თურქი მინისტრი

მომავალი ზანგეზურის დერეფნის სტრატეგიული მარშრუტი, მშენებლობის დასრულების შემდეგ, თურქულ სამყაროსთან, თურქულ რესპუბლიკებთან და შორეულ აღმოსავლეთთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზა გახდება. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ სოციალურ ქსელებში განაცხადა.

„30-წლიანი პროგნოზით, პროექტი 147.6 მილიარდი თურქული ლირის (3.6 მილიარდი დოლარი – რედ.) მოგებას უზრუნველყოფს, ხოლო ტვირთბრუნვა 15 მილიონი ტონა იქნება.

ჩვენ ყარსი-იგდირი-არალიკ-დილუჯუს რკინიგზის ხაზს არა მხოლოდ სატრანსპორტო ხაზად, არამედ სტრატეგიულ ინვესტიციადაც განვიხილავთ, რომელიც რეგიონის ბედს შეცვლის.

„ეს ხაზი გააძლიერებს შუა დერეფანს და ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ვაჭრობის უფრო მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს“, – აღნიშნა ურალოღლუმ.

ნახეთ მეტი
Back to top button