მთავარიპოლიტიკა

სომხეთი ვერ ხედავს მიზეზს, რომ გადადოს სომხეთ-თურქეთის საზღვრების გახსნა: რუბინიანი

სომხეთი ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ უნდა გადადოს თურქეთმა საზღვრების გახსნა და სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება.

„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში სომხეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ეროვნული კრების ვიცე-სპიკერმა რუბენ რუბინიანმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.

„მე ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ უნდა გადადოს თურქეთმა ეს საკითხი, ყოველ შემთხვევაში, სომხურ მხარეს გადადების პრობლემა არ აქვს. ჩვენ მზად ვართ, ხვალიდანვე გვქონდეს ღია საზღვრები და დავამყაროთ დიპლომატიური ურთიერთობები.

სხვათა შორის, სულ ახლახანს დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები პაკისტანთან და ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. იმედი მაქვს, რომ თურქეთთანაც გადავდგამთ მსგავს ნაბიჯს“, – ხაზგასმით აღნიშნა რუბინიანმა. მისი თქმით, თუ პოლიტიკური ნება იქნება, პროცესი ძალიან სწრაფად შეიძლება განხორციელდეს. „ჩვენი მხრიდან ეს ნება ნამდვილად არსებობს და დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია მოკლე დროში დიდი შედეგების მიღწევა“, – დასძინა რუბინიანმა. მან აღნიშნა, რომ სომხეთი აგრძელებს თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს წინაპირობების გარეშე. „ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ პროცესი წინაპირობების გარეშე მიმდინარეობს. ჩვენი მხრიდან არანაირი წინაპირობა არ გვაქვს და გვჯერა, რომ შესაძლებელია ძალიან სწრაფად ღია საზღვრის ქონა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება. ჩვენ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ“, – დაასკვნა რუბინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button