პოლიტიკა

ფაშინიანი ვაშინგტონის ბიბლიის მუზეუმს  გადასცემს ბიბლიას, რომელიც მას იატაკქვეშეთში ყოფნის დროს თან ჰქონდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონის ბიბლიის მუზეუმს ბიბლიას გადასცემს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა თავის Facebook გვერდზე დაწერა და ვიდეოც გამოაქვეყნა.

„ეს ბიბლია მაშინ მქონდა თან, როცა იატაკქვეშეთში  ვიყავი. მინდა შეგახსენოთ, რომ 2008 წლის 2 მარტიდან 2009 წლის 1 ივლისამდე ვიმალებოდი. მოგვიანებით, ეს ბიბლია ციხეში 1 წელი და 11 თვე მქონდა.

შეერთებულ შტატებში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს იდეა გამიჩნდა და დავპირდი, რომ ამ ბიბლიას ვაშინგტონის ბიბლიის მუზეუმს ვაჩუქებდი.

ახლა კი ეს პროცესი მიმდინარეობს, უახლოეს მომავალში საჩუქარს ვაშინგტონის ბიბლიის მუზეუმს გავუგზავნი.

„მე მჯერა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი წიგნი ძალიან მნიშვნელოვან ადგილას აღმოჩნდება და ეს არის შესაფერისი ადგილი, სადაც ის უნდა ინახებოდეს“, – თქვა ფაშინიანმა

ნახეთ მეტი
Back to top button