პოლიტიკა

ამერიკელების 76 პროცენტი თვლის, რომ ტრამპი ნობელის პრემიას არ იმსახურებს

„ვაშინგტონ პოსტისა“ და „იპსოსის“ ერთობლივმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ოთხიდან სამი ამერიკელი თვლის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნობელის პრემიას არ იმსახურებს.

გამოკითხვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 11-დან 15 სექტემბრამდე ჩატარდა 2513 ადამიანს შორის.

გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, 76 პროცენტი თვლის, რომ ტრამპი არ იმსახურებს პრემიას, 22 პროცენტმა მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას. რესპუბლიკელებს შორის აზრი გაიყო: 49 პროცენტი წინააღმდეგია, ამდენივე კი მომხრეა.

გამოკითხულთა 54 პროცენტმა აღნიშნა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ასევე არ დაიმსახურა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, რომელიც მას 2009 წელს მიენიჭა.

ნახეთ მეტი
Back to top button