
თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა სომხეთთან განვითარდა. Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა სომხეთში ირანის ელჩმა მეჰდი სობჰანიმ.
ელჩის თქმით, თანამშრომლობა მიზნად ისახავს სომხეთის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფას.
„გასულ წელს სომხეთის თავდაცვის მინისტრი ირანს ეწვია, წელს კი ირანის თავდაცვის მინისტრი სომხეთს 17-წლიანი შესვენების შემდეგ ეწვია, რაც ნიშნავს, რომ სომხეთ-ირანის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა განვითარდა.
თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა სომხეთთან არცერთი სხვა ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ის მიზნად ისახავს სომხეთის შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მან შეძლოს საკუთარი თავის დაცვა. ეს მხოლოდ რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას ისახავს მიზნად. ეს არის მკაფიო და მარტივი ხედვა“, – ხაზგასმით აღნიშნა ელჩმა.







