საზოგადოება

სომხეთის ეროვნული პავილიონი გამოფენაზე მეორე საუკეთესო C კლასის პავილიონად აღიარეს

მსოფლიო უდიდესი გამოფენის„ EXPO 2025 – ოსაკა, კანსაი, იაპონია“-ს  დახურვამდე გაიმართა  უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენის დაჯილდოების ცერემონია. ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის სამინისტრო იტყობინება.

დაჯილდოების ცერემონიაზე საერთაშორისო გამოფენების ბიურომ სომხეთის ეროვნული პავილიონი  „გამოფენისა და დიზაინის“ კატეგორიაში მეორე საუკეთესო C კლასის პავილიონად აღიარა.

დაჯილდოების ცერემონია საერთაშორისო მონაწილეებს შორის ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება და ბიუროს დამოუკიდებელი ჟიური 6 თვის განმავლობაში აფასებს საერთაშორისო პავილიონებს წარმოდგენილი ზონების მიხედვით ორ ძირითად კატეგორიაში: „თემის შემუშავება“ და „გამოფენა და დიზაინი“.

2025 წელს მსოფლიო გამოფენა 13 აპრილიდან 13 ოქტომბრამდე იაპონიის ქალაქ ოსაკაში გაიმართა.

სომხეთი 2025 წლის მსოფლიო გამოფენაში მონაწილეობდა პავილიონით – „დღევანდელი და ხვალინდელი დღის ბურჯები“, რომელზეც წარმოდგენილი იქნა  სომხეთის მდიდარი ისტორიული და კულტურული  მემკვიდრეობა  და ინოვაციური პოტენციალი.  

ნახეთ მეტი
Back to top button