მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სომხეთში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარდაჭერაზე იმსჯელეს

სომხეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სომხეთში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარდაჭერის კოორდინაცია განიხილეს.

Armenpress-ის ცნობით, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია სტენერგარდმა ამის შესახებ თავის X მიკრობლოგში დაწერა. მან განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან პროდუქტიული საუზმე ჰქონდა.

„ევროკავშირმა და შვედეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ურყევი მხარდაჭერა სომხეთთან კავშირების გაღრმავებისადმი.  ჩვენ განვიხილეთ რეფორმების დღის წესრიგისადმი საერთო ერთგულება და სომხეთში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარდაჭერის კოორდინაცია“, – წერს სტენერგარდი.

ნახეთ მეტი
Back to top button