პოლიტიკა
ევროკავშირის გაფართოების კომისარი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა: აზერბაიჯანული მედია

ევროკავშირის გაფართოების კომისარი მარტა კოსი წელს აზერბაიჯანს ეწვევა. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას ევროკომისიამ აცნობა.
„კომისარი კოსი ცოტა ხნის წინ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს დავოსში და შემდეგ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა. შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ კომისარი წელს როგორც აზერბაიჯანს, ასევე სომხეთს ეწვევა. როგორც კი ეს ვიზიტები დადასტურდება, მათ შესახებ ინფორმაცია კომისრის კალენდარში გამოქვეყნდება“, – აღნიშნა ევროკომისიამ.







