პოლიტიკა

ჩვენ პატივს ვცემთ სომხეთის დივერსიფიკაციის მიდგომას. ძლიერი სომხეთი ასევე ხელს უწყობს ირანის ეროვნული მისწრაფებების უზრუნველყოფას –  ელჩი

სომხეთის საგარეო პოლიტიკა დივერსიფიკაციის პროცესშია, სომხეთმა მიიღო საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციის სტრატეგია, რაც ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა და ოფიციალური თეირანი პატივს სცემს ამ გადაწყვეტილებას. ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სომხეთში, ხალილ შირგოლამიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ელჩმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებული ღრმა სომხურ-ირანული თანამშრომლობა და საუკუნოვანი ურთიერთობები ავალდებულებს, მიუხედავად იმისა, თუ როგორი საგარეო პოლიტიკას ატარებს სომხეთი, გააგრძელოს არსებული ურთიერთქმედება ირანთან სხვადასხვა სფეროში.

„დარწმუნებულები ვართ, რომ ამ რეგიონში ძლიერი სომხეთის ყოფნა, როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური და იდენტობის თვალსაზრისით, ასევე ხელს უწყობს ირანის ეროვნული ოცნებების, მისწრაფებებისა და მიზნების მიღწევას.

ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი შეუფერხებლად მიმდინარეობს, ჯერ არანაირი გამოწვევა არ შეგვქმნია.

სწორედ დღეს კაპანში, საზღვარზე მყოფმა ირანის მთავარმა კონსულმა დაგვარწმუნა, რომ სატვირთო მანქანების, ასევე საქონლის გადაადგილება ნორმალურად მიმდინარეობს. ირანული კომპანიები ასევე ჩართულნი არიან სომხეთში არსებულ არაერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტში და ვიმედოვნებთ, რომ ამ ომის შედეგად, სომხეთთან არსებული თანამშრომლობის ჩარჩოებs  არანაირ ზიანს არ მიადგება“, – ხაზგასმით აღნიშნა ელჩმა.

ნახეთ მეტი
Back to top button