საერთაშორისო

ირანულმა დრონებმა ნახიჩევანის აეროპორტი დაბომბეს

ირანიდან გასროლილმა  რაკეტებმა  და დრონებმა  ნახიჩევანის აეროპორტი დაბომბეს, განუცხადა BBC-ს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყარომ.

აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო Trend-მა მხოლოდ ის ინფორმაცია გაავრცელა, რომ აეროპორტს დრონი დაეჯახა.

ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტი ირანის საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს.

ონლაინში გავრცელებულ დაუდასტურებელ ვიდეოებში სულ მცირე ორი აფეთქებაა ნაჩვენები. სავარაუდოდ, ერთ-ერთ კადრზე დრონის დარტყმის მომენტია ასახული.

ნახეთ მეტი
Back to top button