პოლიტიკა

პირველად სტეფანკერტში მიმდინარეობს არცახის მეგობართა ფორუმი

პირველად  სტეფანკერტში მიმდინარეობს  არცახის  მეგობართა  ფორუმი, რომელმაც ერთ ჭერქვეშ  თავი  მოუყარა სხვადასხვა ქვეყნის  იმ  პოლიტიკურ, საზოგადოებრივ  და კულტურული მოღვაწეებს, რომლებიც  თავიანთი საქმიანობით ხელს  უწყობენ არცახის განვითარებას.  ფორუმი  მიმდინარეობს თემაზე   “თანამშრომლობა სამართლიანობისა და მშვიდობისათვის”.

გახსნის ცერემონიაზე არცახის  რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბაკო საჰაკიანმა  აღნიშნა: ”დამოუკიდებელი, სუვერენული, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა არის და იქნება  ჩვენი რესპუბლიკის პრიორიტეტად, რომელსაც საფუძვლად უდევს ჩვენი კავშირი  სომხეთთან, დიასპორასთან და რა თქმა უნდა დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების დაცვა.

ჩვენთვის უმთავრესია არცახის  უსაფრთხოების   უზრუნველყოფა ყველა მიმართულებით,  რადგანაც ყურადღების მცირედი მოდუნებაც  კი მოწინააღმდეგეს აცდუნებს მიმართოს ახალ აგრესიას, რაც თავის მხრივ  სავსეა არაპროგნოზირებადი შედეგებით.

მოლაპარაკების საქმიანობასთან დაკავშირებით  მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანთან ჩვენი ურთიერთობების მშვიდობიანად მოგვარებას ეუთოს მინსკის ჯგუფის ეგიდით, მოლაპარაკების მაგიდასთან. შეუძლებელია აქ სერიოზული წარმატებების მიღწევა მოლაპარაკებების პროცესში არცახის სრულუფლებიან წევრად აღიარების  გარეშე. აშკარაა, რომ არცახის  ბედი არ შეიძლება განისაზღვროს მისი მონაწილეობის გარეშე და ჩვენთვის დაუშვებელია  წარსულში დაბრუნება, იქნება ეს სტატუსისა თუ საზღვრების თვალასაზრისით “.

ნახეთ მეტი
Back to top button