მთავარიპოლიტიკა

სირიელ დაქირავებულებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

სიუნიქის რეგიონის პირველი ინსტანციის სასამართლოში, მოსამართლე ნაპოლეონ  ოჰანიანის  თავმჯდომარეობით, დაიწყო სირიის არაბული რესპუბლიკის მოქალაქეების 46 წლის მუჰრაბ მუჰამედ ალ-შხერისა და 33 წლის იუსეფ ალაბეთ ალ-ჰაჯის სასამართლო პროცესი. მათ ბრალი ედებათ აზერბაიჯანის მიერ დაწყებულ ომში  დაქირავებულ ტერორისტებად მონაწილეობის ფაქტებზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

მუჰრაბ მუჰამედ ალ-შხერინს და იუსეფ ალაბეთ ალ-ჰაჯს ბრალად ედება სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის მე -3 მუხლის ნიშან-თვისებებით,  კერძოდ, 389-ე მუხლით (საერთაშორისო ტერორიზმი), 34-390-ე მუხლის პირველი ნაწილის 1-ლი  პუნქტით (საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევები, მკვლელობა შეიარაღებული კონფლიქტის დროს), იმავე მუხლის მე-3  ნაწილის 1-ლი პუნქტით (თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე ან ცალკეულ სამოქალაქო პირებზე) და 395-ე მუხლის მე-3 პუნქტით (დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტებში ან საომარ მოქმედებებში). სახელმწიფო ბრალმდებლები  არიან გურგენ ჰაკობიანი და არშაკ მარტიროსიანი. ბრალდებულთა ინტერესებს იცავს სომხეთის რესპუბლიკის ადვოკატთა პალატის წევრი, სახალხო დამცველი მუშეღ ვარდანიანი. სხვათა შორის, სასამართლო სხდომის დაწყებამდე ადვოკატმა შემდეგი განცხადება გააკეთა Facebook- ზე: „სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც გადის სამშობლოს სიყვარულისა  და პროფესიული ფიცის მყიფე  ხაზი…“.

მუშეღ ვარდანიანმა იშუამდგომლა  სასამართლო პროცესი ჩატარდეს დახურულ სხდომაზე.  რადგან მისი  მიმდინარეობისას  შეიძლება გაჟღერებული იქნას ზოგიერთი ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს. სასამართლომ შუამდგომლობა მიიღო და  სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

დაბარებული ორი მოწმეთაგან  ერთი არის არმენ ვაღუნცი. სირიელი დაქირავებულები თავს დაესხნენ მათ სოფელს, 150-კაციანი რაზმის ნახევარი გაიქცა, 7 ადამიანი დაიღუპა, 2 დაიჭრა და ტყვედ აიყვანეს. ვაღუნცი მოგვითხრობს:

„ისინი თავს დაგვესხნენ, სურდათ სოფელში შეჭრილიყვნენ, ჩვენ თავდაცვა დავიწყეთ, გავჟლიტეთ ისინი,  ნება არ მივეცით სოფელი დაეკავებინათ, თავდასხმა მოვიგერიეთ, ზოგი მოკლული იქნა, ზოგი გაიქცა“.

საქმის შესახებ საინფორმაციო სისტემა „დატალექს“-ში  გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ვიცით, რომ სირიელი დაქირავებული სამხედროები მონაწილეობას ღებულობდნენ სომხეთისა და არცახის  წინააღმდეგ დაგეგმილ სამხედრო ოპერაციებში თვეში 2 000 აშშ დოლარად. უფრო მეტიც, დაქირავებულებს 100 დოლარს პრემიას დაჰპირდნენ სომეხი მოკვეთილი თავის წარდგენის შემთხვევაში. სომხების თავის მოკვეთის მიზნით, მათ გადასცეს სპეციალური დანები გრძელი პირებით.

მუჰრაბ მუჰამედ ალ-შხერინი და იუსეფი ალაბედ ალ-ჰაჯი  2020 წლის 2 ნოემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე სომხეთის სიუნიქის ოლქის სოფელ დავით ბეგთან  შეპყრობილნი იქნენ სომხეთის შეირაღებული ძალების მიერ.  ისინი ტყვედ იქნენ ჩაგდებულნი და გადაეცნენ სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს.  ბრალმდებლებმა  ორივე  ბრალდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთა მოითხოვეს. მოსამართლე ნაპოლეონ ოჰანიანმა  სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის ზომის ურთიერთშერწყმით სირიელ დაქირავებულებს მიუსაჯა მუდმივი პატიმრობა.  დამცველი მუშეღ პოღოსიანი განაჩენს გაასაჩივრებს.

ნახეთ მეტი
Back to top button