ანალიტიკა

პესკოვის კომენტარი ერდოღანს – “ალიყური, თუ წითელი ხალიჩა?”

რუსეთი არა თუ ხელს უშლის, არამედ თავისი პოლიტიკით  წმინდა ალტაისკენ მიმავალ გზებს „წითელი ხალიჩით“ ფარავს. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რეგიონული საკითხების ექსპერტი არმენ პეტროსიანი წერს, სადაც ის ეხება თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის მიერ მისი კოალიციური პარტნიორისათვის  ნაჩუქარი თურქული სამყაროს რუკას.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დ.პესკოვმა კომენტარი გააკეთა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებაზე სადაც მან ზოგიერთის თქმით „ერდოღანს ალიყური აწვნია“.  

„ჩვენი თურქი პარტნიორები თურქეთის ერთიანობის იდეას უჭერენ მხარს, ეს ნორმალურია. ერთადერთი, რაზეც ვწუხვარ  არის ის, რომ თურქული სამყაროს რუკაზე ცენტრში დიდი წითელი ვარსკვლავი არ ჩანს. ეს არის არა თურქეთში, არამედ რუსეთში, ალტაიში. ეს არის წმინდა ადგილი ნებისმიერი თურქისთვის, ადგილი საიდანაც ისინი წარმოიშვნენ”, – წერს პესკოვი.

ყოველივე ამის შემდეგ, ეს არის ის, რაც ხაზგასმულია რუკაზე. დღევანდელი თურქეთი არა მხოლოდ მიისწრაფვის, არამედ არსებით ნაბიჯებს დგამს „წმინდა ადგილისკენ“, სადაც წარმოიშვა, სადანაც  გაფართოვდა. რუკა არის თურქეთის პერსპექტიული პოლიტიკის პროგრამის საჯარო ნაწილი, რისთვისაც იხარჯება უზარმაზარი რესურსები – პოლიტიკური, ეკონომიკური, ადამიანური, სამხედრო, ისინი ცდილობენ მიიღონ და ააშენონ  “გზა-დერეფნები”…

“რას აკეთებს რუსეთი? არა თუ აფერხებს, არამედ თავისი პოლიტიკით მხოლოდ “წითელ ხალიჩას”  უფენს  წმინდა ალტაისკენ  მიმავალ გზებს…” – წერს პეტროსიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button