პოლიტიკა

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის განახლების ალბათობა საშუალოა, ამერიკის ინტერესებზე მისი გავლენა – დაბალი: მოხსენება

საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (Council on Foreign Relations)  პრევენციული მოქმედების ცენტრმა (Center for Preventive Action) გამოაქვეყნა „პრევენციული პრიორიტეტების კვლევა 2022“ (Preventive Priorities Survey 2022), რომელიც განიხილავს გლობალურ კონფლიქტებს, აფასებს მიმდინარე წელში  მათი გავრცელების ალბათობას, კონფლიქტის მნიშვნელობას და გავლენას აშშ-ს ინტერესების კონტექსტში. ანგარიშის მიზანია დაეხმაროს აშშ-ს ადმინისტრაციას საგარეო პოლიტიკის შემუშავებაში. ცნობას  „ამერიკის ხმა“ აქვეყნებს .

ის კონფლიქტებს ყოფს სამ ჯგუფად ან გავლენის ფენად: მაღალ, საშუალო და დაბალ პრიორიტეტებად. კონფლიქტების ან სიტუაციების მნიშვნელობა და ამერიკის ინტერესებზე მათი გავლენა  განისაზღვრება გამოკითხვებითა და კვლევებით. 11000-ზე მეტი ამერიკელი ჩინოვნიკი, საგარეო ურთიერთობების ექსპერტი, ანალიტიკოსი და სპეციალისტი ეხმაურება ცენტრის მიერ მომზადებულ  გამოკითხვას, რის შედეგადაც ესა თუ ის კონფლიქტი სამსაფეხურიანი შკალით  იკავებს ადგილს.

ცენტრის ანგარიშშიშეტანილია  სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტიც,   რომლის მიხედვითაც შესაძლოა მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი განახლდეს, რასაც თან დაჰყვება  დაძაბულობა თურქეთსა და რუსეთს შორის. ანგარიშის მიხედვით, დაძაბულობის ესკალაციის ალბათობა ზომიერია, რაც,   გამოკვლევის მიხედვით , ნაკლებად აისახება აშშ-ს ინტერესებზე და არ აქვს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა შეერთებული შტატებისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button