საზოგადოება

 სომხეთის   მოქალაქეობის მიღებისათვის  განცხადების განხილვის ვადა შემცირდა

2022 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირდა   სომხეთის მოქალაქობის მიღების მსურველთა მკვეთრი მატება.

თუ 2021 წლის იანვარ-ივნისში სომხეთის მოქალაქეობაზე განაცხადის რაოდენობა 3448 იყო, 2022 წლის ანალოგიური პერიოდისთვის 9917 განცხადებაიქნა მიღებული.

კვლევებმა აჩვენა, რომ ამ წლის განმავლობაში მოქალაქეობის მოთხოვნის 200 პროცენტით ზრდა ძირითადად განპირობებულია რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები სომხების მოთხოვნით, მიიღონ სომხეთის მოქალაქეობა და სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი, რამაც თავის მხრივ დიდი რიგები გამოიწვია საპასპორტო და სავიზო დეპარტამენტში.

მიუხედავად იმისა, რომ საპასპორტო და სავიზო დეპარტამენტის მოქალაქეობის განყოფილება გადატვირთულ რეჟიმში მუშაობს, ის მაინც უზრუნველყოფს ყველა განმცხადებლის მომსახურებას და საქმეების განხილვას კანონით დადგენილ ვადებში და წესით.

2022 წლის 25 ივნისიდან მოქალაქეობაზე განაცხადებები განიხილება 90 სამუშაო დღის ვადაში, ადრე დადგენილი 6 თვიანი ვადის ნაცვლად.

ნახეთ მეტი
Back to top button