საზოგადოება
აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის სომხებს „თავის მოქალაქეებს“ უწოდებს და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს ესვრის მათ – სომხეთის პრემიერ-მინისტრი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა: „აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის სომხებს „თავის მოქალაქეებს“ უწოდებს და ამავე დროს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს ესვრის მათ. 2020 წლის 9 ნოემბრიდან 54 მკვლელობის მცდელობის შედეგად 3 მოქალაქე დაიღუპა და 16 დაშავდა.
ასე გამოიყურება აზერბაიჯანული ნარატივი, როცა ამბობენ “მთიანი ყარაბაღის საკითხი მოგვარებულია”?



