ეკონომიკა

სომხეთში  საგადასახადო შეღავათი 1039 ორგანიზაციამ მიიღო

სომხეთში  დღითიდღე იზრდება მაღალი ტექნოლოგიების სფეროში ინოვაციური იდეების მქონე სტარტაპები. მათ განვითარებასა და წინსვლაზეა მიმართული „ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“  ՍՌ კანონი, რომელიც ახლადშექმნილ ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს გადაიხადონ მხოლოდ 10% საშემოსავლო გადასახადი და გათავისუფლდნენ მოგების გადასახადისგან.

კანონის მიღებიდან დღემდე 2015-2022 წწ. 26 სექტემბრის მონაცემებით, IT კომპანიებისთვის გათვალისწინებული გადასახადის შეღავათით უკვე 2049 ორგანიზაციამ ისარგებლა.

2022 წელი უპრეცედენტოა განცხადებებისა და გაცემული სერთიფიკატების რაოდენობით. თუ 2015-2021 წწ. ამ პერიოდში საგადასახადო გათავისუფლების სერტიფიკატი 1074-მა ორგანიზაციამ მიიღო,  მხოლოდ 2022 წელს, 26 სექტემბრის მდგომარეობით, სერტიფიცირებული კომპანიების რაოდენობა 1039-ია, აქედან 716 უცხოური ორგანიზაციაა. სერტიფიცირებაზე განაცხადი უკვე შეტანილია 195-მა ორგანიზაციის მიერ, რომელთა განაცხადებს მომავალ სხდომებზე განიხილავენ.

საგადასახადო შეღავათების მსურველი კომპანიები საქმიანობენ  კანონით განსაზღვრულ შემდეგ სფეროებში:  პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, მონაცემთა დამუშავება, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების განხორციელება, ელექტრონული სისტემების დიზაინი, ტესტირება და წარმოება, კომპიუტერული ანიმაცია და მოდელირება, Web პროგრამირება, ინჟინერია, ინტეგრირებული სქემები, დიზაინი, ჩიპების პროგრამირება, თამაშების შექმნა, 3D მოდელირება და ა.შ.

ნახეთ მეტი
Back to top button