მთავარიპოლიტიკა

პოლიტიკური შეფასებები:  პოლიტიკური შეფასების არ არსებობა

თარგმანი

მართალია, 23 ნოემბერს ერევანში გამართული კუხო-ს სამიტზე სომხეთის წინააღმდეგ  აზერბაიჯანის სექტემბრის აგრესიაზე პოლიტიკური შეფასება არ გაკეთებულა, რისიც დიდი მოლოდინი ჰქონდა სომხურ მხარეს.  პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ერევანში გამართულ დისკუსიებს აფასებს როგორც გულწრფელსა და დადებითს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გუშინ ხელი არ მოაწერა კუხო-ს  დეკლარაციას და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის ერთობლივი ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილების პროექტს. სომხეთი იმედოვნებს, რომ მათზე ხელმოწერა შესწორების შემდეგაა შესაძლებელი.  იგივე მოლოდინი აქვს სტრუქტურის მთავარ მდივანსაც.  რა კონკრეტული ფორმულირებები იყო ტექსტში და რა წინადადებები იყო, მხარეები არ აკონკრეტებენ.

პოლიტიკური შეფასების არ არსებობამ  სომხეთში განსხვავებული რეაქციების გამოიწვია. ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს, ხელისუფლება ორგანიზაციისგან შესწორებებს მოელის.

დვინის სასტუმრო კომპლექსში მრავალსაათიანმა დისკუსიამ არ დააკმაყოფილა არც სომხეთი და არც კუხო,  მაგრამ ორივე მხარე იმედოვნებს, რომ შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი არ არის.

სომხეთმა უარი თქვა ხელი მოეწერა კუხოს-დეკლარაციაზე.  რადგან მოსალოდნელი იყო, რომ იგი დაადასტურებდა სტრუქტურის პოლიტიკურ შეფასებას ჩვენი ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის შეჭრასთან დაკავშირებით. ასევე არ არის ხელმოწერილი გადაწყვეტილების პროექტი სომხეთისთვის დახმარების გაწევის ერთობლივი ღონისძიებების შესახებ. კუხო-ს  გენერალურმა მდივანმა სტანისლავ ზასმა სამიტის შედეგების შეჯამებისას აღნიშნა, რომ დახმარების შესახებ დოკუმენტი თითქმის მზად არის, მაგრამ საჭიროებს გადახედვას. განხილვის შემდეგ იგი წარედგინება კუხო-ს  წევრი ქვეყნების ლიდერებს.

დეკლარაცია 17 პუნქტისგან შედგებოდა, მისი შინაარსი დეტალურად არ გაუსაჯაროებიათ,  მხოლოდ აღნიშნული იყო, რომ ორი პუნქტს სომხური მხარე არ ეთანხმება.

შეფასებები უფრო ღიაა პოლიტიკურ პლატფორმებზე. პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი სასაცილოს  უწოდებს კუხო-ს  მცდელობას თავიდან აიცილოს პოლიტიკური შეფასების თემა.

„Სასაცილოა. რატომ შევედით კუხო-ში? –  რომ თავი დაგვეცა  თურქულ-აზერბაიჯანული ტანდემისაგან.  როცა დადგა დრო, როცა პოლიტიკური შეფასება უნდა გაკეთდეს, ამ პოლიტიკურ შეფასებას ვერ ვეღირსეთ, რის გამოც სომხეთმა შემაჯამებელ დეკლარაციას ხელი არ მოაწერა.

ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის თქმით, კუხო-ს სამხედრო ყოფნა  არ არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპირწონე, რადგან ამ უკანასკნელებს სამოქალაქო ფუნქცია აკისრიათ. ამის მიუხედავად, ალენ სიმონიანის თქმით, მათი ყოფნა შემაკავებელია. ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ევროკავშირის დამკვირვებლების განლაგების ვადა გახანგრძლივდება.

რაც შეეხება საზღვარზე შეუჩერებელ სროლას, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის თქმით, მათი მიზანია  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაუფასურება. განსხვავებული სურათია კუხო-ს  ყოფნასთან დაკავშირებით.

სომხეთი კი მოელის კუხო-ს შემაჯამებელი დეკლარაციის შესწორებულ ვერსიას.

ავტორი ანნა ნაზარიანი  

ნახეთ მეტი
Back to top button