მთავარიპოლიტიკა

არც ერთი სომეხი არ დათანხმდება აზერბაიჯანში ასე ცხოვრებას – ვაჰაგნ ხაჩატურიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ინტერვიუ მისცა იტალიურ პერიოდულ გამოცემა  “la Repubblica”-ს.

ინტერვიუში ის სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ პრობლემებსა და ზოგად მდგომარეობას შეეხო. ვაჰაგნ ხაჩატურიანმა დეტალები წარმოადგინა მთიანი ყარაბაღის პრობლემის შინაარსისა და ყარაბაღის მოძრაობის დაწყების შესახებ.

ინტევიუში  პრეზიდენტმა თქვა: „ოცდაათი წლის წინ ისეთივე მდგომარეობა იყო, როგორიც დღეს, სომხების არსებობა  საფრთხეშია. ომი არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო 1988 წელს სუმგაითისა  და 1990 წლის ბაქოს მოვლენები,  რომელიც  საბჭოთა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მოაწყო. შედეგი იყო ის, რომ დღეს არც ერთი სომეხი არ ცხოვრობს სუმგაითში და ბაქოში.

აზერბაიჯანის პოლიტიკა დღესაც იგივეა. მას სურს მთიანი ყარაბაღის სომხების გასახლება.  მათი ხელისუფლება აცხადებს, რომ მათთვის მთიანი ყარაბაღის საკითხი აღარ არსებობს, რადგან ის მოგვარდა 2020 წლის 44-დღიან ომში, მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონში დღესაც 120 ათასი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს. ბაქო ამტკიცებს, რომ მათ უნდა იცხოვრონ აზერბაიჯანის კანონმდებლობის შესაბამისად, ან დატოვონ ყარაბაღი. მათ კარგად იციან, რომ არცერთ სომეხს არ მოუნდება ცხოვრება ასეთ აზერბაიჯანში, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები, არ მუშაობს დემოკრატიის ღირებულებები და გარდა ამისა, ისინი, როგორც სომხები, მუდმივი საფრთხის ქვეშ არიან. მიუხედავად ჩვენი მზადყოფნისა სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისა და ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივად აღიარებისა, აზერბაიჯანი აგრძელებს აგრესიულ პოზიციებს“.

ჟურნალისტის შეკითხვაზე ლაჩინის დერეფნის ბლოკადასთან დაკავშირებით, რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2022 წლის 12 დეკემბერს აზერბაიჯანელმა ყალბმა გარემოს დაცვითმა აქტივისტებმა სრულიად ყალბი საბაბით გადაკეტეს ლაჩინის ჰუმანიტარული დერეფანი, რიტაც  ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხე შეუქმნეს  120 000 ადამიანს.  მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა საკვების, მედიკამენტების, ელექტროენერგიის და გაზის უქონლობის გამო ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდის.

საერთო რეგიონულ საკითხებზე ლაპარაკისას  ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი სრულად არის ერთგული რეგიონში სტაბილური და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისა და მეზობლებთან დაბალანსებული და მეზობლური ურთიერთობების დამყარების პოზიციისა.  „გვინდა მეზობლებთან გვქონდეს მეზობლური ურთიერთობა, ამიტომ ჩვენმა მთავრობამ თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გზა აიღო. მოხარული ვარ, რომ ამდენი წლის შემდეგ ჩვენ განვაახლეთ დიალოგი ანკარასთან. ჩვენ უნდა შევხედოთ მომავალს და ვნახოთ, როგორი რეგიონი გვინდა დავუტოვოთ ჩვენს შვილებს. ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ რეგიონალური ბალანსისა და მშვიდობისკენ და არა ომისკენ“.

ნახეთ მეტი
Back to top button