ვიდეოკულტურა

ირანელი პოლიტოლოგი  –  „ჩვენ სომხეთის გვერდით უნდა დავდგეთ“

Aftabnews-თან ინტერვიუში ირანელი პოლიტოლოგი დიაკო ჰოსეინი ბაქოს ახალ პროვოკაციებსა და აზერბაიჯანის ამბიციებზე ირანის ატარპატაკანის პროვინციების მიმართ საუბრობს. ამის შესახებ ცნობას  regionmonitor.com აქვეყნებს

„აზერბაიჯანი არ არის კლასიკური ეროვნული სახელმწიფო მოდელის ქვეყანა, არამედ შეიქმნა ირანსა და რუსეთს შორის ისტორიული პროცესების შედეგად. ისრაელის მსგავსად, ის ცდილობს შექმნას საკუთარი თავისთვის ისტორიული იდენტობა და ამ გზაზე მან თვალი ირანის პროვინციებზე გადაიტანა. ბაქო ყალბი რესპუბლიკაა, მას არ აქვს მყარი საფუძველი. ფაქტები ცხადყოფს, რომ ის ქვეყანა ცდილობს მოძებნოს მხარდამჭერები ირანის ატრპატაკანში და გამოიყენოს იგი ირანის წინააღმდეგ ზეწოლის ბერკეტად“.

მისი თქმით, ამ კუთხით აუცილებელია ტოლერანტობის პოლიტიკას ბოლო მოეღოს და დიპლომატიურის გარდა სტრატეგიული პასუხი გაეცეს. თუ ბაქო გააგრძელებს არამეგობრულ პოლიტიკას,ჩვენ  სომხეთის გვერდით უნდა დავდგეთ“.

ნახეთ მეტი
Back to top button