სპორტი
ედგარ სევიკიანი ოფიციალურად გადავიდა “ფერენცვაროშში”

სომხეთის საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი ედგარ სევიკიანი ოფიციალურად უნგრულ “ფერენცვაროშში” გადავიდა.
“არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. კონტრაქტის დეტალები არ არის ხელმისაწვდომი.
მანამდე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ფერენცვაროში” მზადაა გადაიხადოს სომეხი ფეხბურთელის გადადგომის საფასური, რომელიც 1,1 მილიონი ევროა.
მიმდინარე სეზონში სევიკიანმა რუსული “პარი ნნ”-ის შემადგენლობაში 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა.
უნგრეთის მიმდინარე ჩემპიონატში “ფერენცვაროში” სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა







