საერთაშორისო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია – რეკორდული მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნებიდან – საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 2019 წელთან შედარებით +44.4%-ით გაიზარდა

იანვარი-მარტის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 77,045 საერთაშორისო ვიზიტი შედგა – ზრდა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით +44.4%-ია (+23,677 ვიზიტი),- ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, 2024 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი პოლონეთიდან დაფიქსირდა 11,734 ვიზიტით, რაც 2019 წლის მონაცემებს +67.1%-ით აჭარბებს, შემდეგ მოდის გერმანია 11,005 ვიზიტით, 2019 წელთან შედარებით ზრდა +46.1%; გაერთიანებული სამეფო 6,484 ვიზიტი; ზრდა 2019 წელთან +27%.

„საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ნახეთ მეტი
Back to top button