პოლიტიკა

ჩვენ ჯერ კიდევ კუხო-ს წევრი ვართ, მაგრამ არ გვინდა ვიყოთ  იმ  მექანიზმის ნაწილი, რომელიც არ ფუნქციონირებს-    არარატ მირზოიანი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მექანიზმებმა უნდა იმუშაოს, სომხეთს არ სურს იყოს   მექანიზმის ნაწილი, რომელიც არ ფუნქციონირებს. ამის შესახებ მირზოიანმა „არმენპრესის“ ცნობით, Al-Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე რამდენიმე ესკალაცია და ჩვენ ვართ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი, რომლის მისიაა წევრი ქვეყნების სუვერენული ტერიტორიების და საზღვრების დაცვა.  ასე რომ, როდესაც ეს ესკალაცია მოხდა, ჩვენ ვერ ვნახეთ სათანადო ქმედება იმ ორგანიზაციისგან, რომელსაც ჩვენ ვეკუთვნით. და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ კუხო არის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომელიც, როგორც ვთქვი, წევრი ქვეყნების საზღვრების დაცვას გულისხმობს. სათანადო პასუხების არარსებობამ სომხურ საზოგადოებაში კითხვები გააჩინა და ჩვენ არ გვინდა ვიყოთ იმ  მექანიზმის ნაწილი, რომელიც არ ფუნქციონირებს.  ჩვენ კვლავ ვართ კუხო-ს  წევრი, მაგრამ უნდა შევძლოთ ისე, რომ ყველა მექანიზმი, რომელიც განსაზღვრულია, ამუშავდეს, ამის საჭიროება არსებობს“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button