
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამთავრობათაშორისო საბჭოს მომავალ სხდომაში.
ეს განცხადება ՝როსელხოზნადზორის՜ მიერ სომხური პროდუქციის იმპორტის აკრძალვის ფონზე გაკეთდა.
„მე ამ სხდომაში მივიღებ მონაწილეობას და, როგორც ვთქვი, ამ საკითხებს განვიხილავთ, მაგრამ ეს საკითხები დღეს უკვე განხილვის საგანია, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ინსტიტუტები მუშაობენ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
მისი თქმით, ეს არის ჩვეულებრივი, მიმდინარე პროცესები და რომელშიც სომხეთის მთავრობა მიიღებს მონაწილეობას.
ევრაზიის სამთავრობათაშორისო საბჭოს მომავალი სხდომა 15 აგვისტოს ყირგიზეთის ქალაქ ჩოლპონ-ატაშია დაგეგმილი.






