პოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ურსულა ფონ დერ ლაიენის დიპლომატიურმა მრჩეველმა სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარება განიხილეს

სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა მიიღო ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის დიპლომატიური მრჩეველი სიმონ მორდიუ.

როგორც „არმენპრესს“ სომხეთის უშიშროების საბჭოს ოფისის პრესრელიზიდან იუწყება, თანამოსაუბრეებმა განიხილეს სომხეთ-ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, პარტნიორობის დღის წესრიგის პრიორიტეტები. კერძოდ, ხაზი გაესვა ენერგეტიკის სექტორში და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. შეხვედრის დროს მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოების მდგომარეობაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button